განათლება საზღვარგარეთ

შესავალი

საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს სპეციალურ პროგრამებს და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას სთავაზობს იმავე უფლებებსა და პრივილეგიებს, რაც ხელმისაწვდომია ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისთვის - საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მიზნით საერთაშორისო საგანმანათლებლო და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას. 

აღნიშნული პროგრამების ფარგლებში აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეებს, სტუდენტებსა და მეცნიერებს წამყვან ამერიკულ, ევროპულ და აზიურ უნივერსიტეტებში სრული ან/და ნაწილობრივი დაფინანსებით სწავლის გაგრძელებისა და სამეცნიერო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა ეძლევათ. 

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება საშუალებას აძლევს ყველა მსურველს, ხარისხიანი და მაღალი სტანდარტის განათლების მიღების მიზნით, ჩაერთოს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებში და სასწავლებლად გაემგზავროს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

სასტიპენდიო პროგრამები

 

ერაზმუს+

ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად საქართველო ,,Erasmus+“ პროგრამის პარტნიორი სახელმწიფო გახდა. პროგრამის საშუალებით მას ეძლევა უფლება მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა მიმართულებებსა და საგრანტო კონკურსებში.

პროგრამა ,,Erasmus Mundus“ პარტნიორი ქვეყნის სტუდენტებს საშუალებას აძლევს დაფინანსება მიიღონ უცხოეთში მაგისტრის ხარისხის მისაღებად. სტიპენდია ფარავს სწავლის, მგზავრობისა და საცხოვრებლის ხარჯებს შესაბამის ევროპულ ქვეყანაში. ინფორმაცია გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებზე ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: erasmus-plus.ec.europa.eu.

დეტალური ინფორმაცია ,,Erasmus+“ პროგრამების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: erasmus-plus.ec.europa.eu/programme-guide-2026.

,,Erasmus+“ პროგრამის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ევროკომისია, კოორდინაციას კი ეროვნული სააგენტო უწევს. ,,Erasmus+“ ეროვნული ოფისი ფუნქციონირებს საქართველოშიც (erasmus.org.ge), რომლის მიზანია გააუმჯობესოს ,,Erasmus+“ პროგრამის საერთაშორისო კომპონენტების  შესახებ ინფორმირებულობა, აქტუალურობა და მნიშვნელობა, ხელი შეუწყოს პროგრამის გავრცელებას საქართველოში და დაეხმაროს ამ პროგრამაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტებს.

აშშ

ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა (,,Fulbright Graduate Student Program“) 1946 წელს შეიქმნა, რომელიც აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული სტუდენტური პროგრამაა. ფულბრაიტის პროგრამა ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ სტუდენტებს, მათ შორის საქართველოში, შესაძლებლობას აძლევს, რომ აშშ-ში მათთვის სასურველ მიმართულებასა და უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე გააგრძელონ სწავლა. ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის კანდიდატების შერჩევა ხდება ღია კონკურსის საფუძველზე, რომელსაც ატარებს აშშ-ის საელჩოს საჯარო დიპლომატიის განყოფილება.

დეტალური ინფორმაცია 2026-2027 ფულბრაიტის პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: usembassy.gov/fulbright-graduate-student-program/.

 

კანადა

ტორონტოს უნივერსიტეტი ყოველწლიურად აცხადებს კონკურსს საბაკალავრო საფეხურზე სწავლების მიზნით სრული სტიპენდიების მოსაპოვებლად.

დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და საკონკურსო პროცედურების შესახებ ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: pearson-scholarships.

 

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო

ჩივნინგი (,,Chevening“) არის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფოს გლობალური სტიპენდიების პროგრამა, რომელიც ფინანსდება საგარეო საქმეთა სამინისტროს, თანამეგობრობისა და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ. პროგრამა ლიდერობის პოტენციალით გამორჩეულ სტუდენტებს საქართველოდან სთავაზობს სტიპენდიებს მაგისტრის ხარისხის მისაღებად. სტიპენდია ფარავს სწავლის, მგზავრობისა და საცხოვრებლის ხარჯებს დიდ ბრიტანეთში. სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ მაგისტრატურის ნებისმიერი მიმართულება დიდი ბრიტანეთის ნებისმიერ უნივერსიტეტში და გააგზავნონ ონლაინ აპლიკაცია.

დეტალური ინფორმაცია ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.chevening.org/scholarship/georgia/.

 

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა

,,DAAD“ - გერმანიის აკადემიური გაცვლითი სერვისი, არის მსოფლიოში უმსხვილესი გერმანული ორგანიზაცია, რომელიც აფინანსებს სტუდენტებისა და მკვლევარების საერთაშორისო გაცვლით პროგრამას. ორგანიზაცია გასცემს გრანტებსა და სტიპენდიებს გერმანიაში სასწავლებლად. ,,DAAD“-ის ლექტორები 1987/88 წლებიდან მუშაობდნენ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. 2021 წლიდან კი სამივე ქვეყანას ,,DAAD“-ის თბილისის რეგიონული წარმომადგენლობა ემსახურება daad-georgia.org.

სტუდენტებს, მაგისტრებსა და მეცნიერებს ,,DAAD“ სთავაზობს საგნებისა და კვლევების ფართო არჩევანს მეტწილად გერმანულ ენაზე, თუმცა არსებობს სტიპენდიები ინგლისურ ენაზეც. სტიპენდია ფარავს გერმანიაში სწავლისა და ცხოვრების საფასურს.

დეტალური ინფორმაცია DAAD-ის  სასტიპენდიო პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: daad.de/deutschland/stipendium/datenbank.

განაცხადის შეტანის პროცედურა შესაძლოა განსხვავდებოდეს სასტიპენდიო პროგრამას მიხედვით.

 

საფრანგეთის რესპუბლიკა

,,Campus France” საფრანგეთის სახელმწიფო სააგენტოს წარმოადგენს, რომელიც პასუხისმგებელია საზღვარგარეთ ფრანგული უმაღლესი განათლების პოპულარიზაციაზე და საერთაშორისო სტუდენტებისათვის სასტიპენდიო პროგრამების შეთავაზებაზე (campusfrance.org/en/bursaries-foreign-students).

საქართველოშიც, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ქვეშ წარმოდგენილია კამპუს ფრანსის კუთხე, რომელიც კოორდინირებას უწევს სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამებს (institutfrancais.ge/sastipendio-programebi/).

პროგრამები ყოველწლიურად უმაღლესი განათლების ყველა საფეხურს მოიცავს.

 

უნგრეთი

უნგრეთის მთავრობის სტიპენდია ,,Stipendium Hungaricum“  დაარსდა  2013 წელს უნგრეთის მთავრობის მიერ. პროგრამის მიზანია უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდა უნგრეთში, უნგრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წახალისება და საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანა საუკეთესო უცხოელი სტუდენტების მოსაზიდად. 

საქართველოს, როგორც გამგზავნი მხარის მიერ პროგრამის განხორციელების საფუძველია „Stipendium Hungaricum” ფარგლებში 2021-2023 წლებისთვის თანამშრომლობის თაობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის 2020 წლის 6 ივლისს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი.

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, უნგრეთის მთავრობის მხრიდან ფინანსდება საბაკალავრო, სამაგისტრო, ინტეგრირებული სამაგისტრო (OTM), სადოქტორო საფეხურების აკადემიური პროგრამები, სემესტრული გაცვლითი პროგრამები და სასერტიფიკატო (Non-degree) კურსები.

დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვერდზე: stipendiumhungaricum.hu

სასტიპენდიო პროგრამების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: stipendiumhungaricum.hu/courses/.

 

ავსტრიის რესპუბლიკა

ავსტრიის განათლების, მეცნიერებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო ავსტრიის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი სტუდენტებისთვის და მკვლევარებისთვის ყოველწლიურად აცხადებს სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამას. მათ შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: grants.at/en/.

ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სტიპენდია

ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა აცხადებს კონკურსს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე სწავლის მიზნით სრული სტიპენდიის მოსაპოვებლად.

განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2026 წლის 6 თებერვლამდე.

დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და საკონკურსო პროცედურების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: https://ith-salzburg.at/admission-and-fees/scholarship/.

 

სლოვაკეთის რესპუბლიკა

სლოვაკეთის მთავრობა ყოველწლიურად აცხადებს კონკურსს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე სწავლის მიზნით სტიპენდიის მოსაპოვებლად.

ინფორმაცია საგრანტო პროგრამების შესახებ, ხელმისაწვდომია ბმულზე: studyinslovakia.saia.sk/en.

 

ვიშეგრადის სასტიპენდიო პროგრამა

ვიშეგრადის ფონდი სთავაზობს სტიპენდიებს სტუდენტებს აღმოსავლეთ  პარტნიორობის ქვეყნებიდან. სტიპენდიები განკუთვნილია მაგისტრებისა და პოსტ-მაგისტრების (დოქტორანტების/პოსტ-დოქტორანტების) სწავლისა და კვლევისათვის V4 რეგიონის უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებელში (ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი).

აპლიკანტებმა უნდა მიმართონ V4 რეგიონის უნივერსიტეტებს და შეავსონ ონლაინ აპლიკაცია შემდეგ ბმულზე: https://my.visegradfund.org/Account/Login.

სტიპენდია ფარავს V4 ქვეყანაში სწავლისა და ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯებს, ასევე შესაძლებელია სამგზავრო ხარჯების ანაზღაურება.

დეტალური ინფორმაცია ვიშეგრადის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე:

https://www.visegradfund.org/apply/mobilities/visegrad-scholarships/?c=about.

 

შვეიცარიის კონფედერაცია

შვეიცარიის მთავრობის ბრწყინვალების სტიპენდიები განკუთვნილია ნიჭიერი უცხოელი მკვლევრებისთვის, სადოქტორო, პოსტ-სადოქტორო და კვლევითი მიმართულებით.

2027–2028 სასწავლო წლის სტიპენდიები ონლაინ რეჟიმში 2026 წლის აგვისტოდან გამოცხადდება.

დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამების შესახებ, ხელმისაწვდომია ბმულზე: sbfi.admin.ch/en/swiss-government-excellence-scholarships

 

თურქეთის რესპუბლიკა

"თურქეთის სტიპენდიების" პროგრამის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა გამოყოფს სტიპენდიებს 2026 წლისათვის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო მიმართულებებზე.

განაცხადების მიღება წარმოებს 2026 წლის 10 იანვრიდან 20 თებერვლამდე Türkiye Scholarships Application System-ის მეშვეობით (www.turkiyeburslari.gov.tr).

პროგრამა ითვალისწინებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე სწავლის მსურველთათვის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის პროცედურებსა და საცხოვრებელით უზრუნველყოფას; სწავლის საფასურის, თურქული ენის შემსწავლელი კურსების დაფინანსებას და ყოველვიური სტიპენდიის მინიჭებას; ჯანმრთელობის დაზღვევისა და თვითმფრინავით მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.

 

 

 

იაპონია

იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერების და ტექნოლოგიის სამინისტრო იაპონიის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი სტუდენტებისთვის და მკვლევარებისთვის ყოველწლიურად აცხადებს სტიპენდიას  იაპონიის მთავრობის (,,MEXT“) სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ: studyinjapan.go.jp/mext-scholarships.

 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა

ჩინეთის მთავრობა  ყოველწლიურად აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე, მეცნიერ-მკვლევართა პროგრამებსა და ჩინური ენის შემსწავლელ კურსებზე.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამოცხადებულია კონკურსი სასტიპენდიო პროგრამაზე  „Youth of Excellence Scheme of China program” 2026-2027.

პროგრამა განკუთვნილია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ითვალისწინებს ჩინეთში ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის სრულ დაფინანსებას. სწავლის ხანგრძლივობა, ძირითადად, 12 თვეს შეადგენს, ხოლო გარკვეული პროგრამები ითვალისწინებს „1+1“ მოდელს, რომელიც აერთიანებს ჩინეთში სწავლას და პროფესიულ საქმიანობას კანდიდატის სამშობლოში. პროგრამა ითვალისწინებს სრულ სტიპენდიას, რაც გულისხმობს სწავლის საფასურისა და სწავლის პერიოდში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას.

განაცხადების მიღება წარმოებს ელექტრონულად ჩინეთის მთავრობის სტიპენდიების სისტემის (Chinese Government Scholarship System) მეშვეობით 2026 წლის 31 მარტის 23:59 საათამდე (GMT+8).

პროგრამასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია: ბმული

ასევე, სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.campuschina.org.

 

კორეის რესპუბლიკა

კორეის რესპუბლიკის მთავრობა ყოველწლიურად აცხადებს ,,Global Korea’’ სასტიპენდიო პროგრამას ბაკალავრის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე.

დეტალური ინფორმაცია პროგრამასა და განაცხადზე ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე:  niied.go.kr.

 

აზიის განვითარების ბანკისა & იაპონია

1988 წლის აპრილიდან, იაპონიის მთავრობის დაფინანსებით, აზიის განვითარების ბანკი, თავისი წევრი განვითარებადი ქვეყნების მოქალაქეებს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის 27 შერჩეულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში (მათ შორის 17 იაპონიაში) სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს.

ძირითადი მიმართულებებია: მეცნიერება და ტექნოლოგიები; ეკონომიკა, ბიზნესი და მენეჯმენტი; სამართალი და საჯარო პოლიტიკა.

დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და განაცხადის გაკეთების შესახებ ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: www.adb.org/japan-scholarship-program.