სამინისტროს მისია

რეინტეგრაციის აპარატის მისია: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშეწყობა;აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის საქართველოს ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში რეინტეგრაცია;ამ რეგიონებიდან ყველა დევნილისა და ლტოლვილის და მათი შთამომავლების აღნიშნულ ტერიტორიებზე დაბრუნების ხელშეწყობა.

 

მიზნები

  1. სამშვიდობო პროცესის ინიცირება, ორგანიზება და წარმართვა;
  2. დევნილთა და ლტოლვილების უსაფრთხო, უპირობო და ღირსეული დაბრუნების ინსტიტუციური მექანიზმების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
  3. აფხაზეთთან, ცხი/ვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთთან ეკონომიკური კავშირების აღდგენა და ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობების ხელშეწყობა;
  4.  
  5. აღნიშნულ რეგიონებთან სოციალურ სფეროში ტრადიციული ურთიერთობების აღდგენა და განვითარება;
  6. ლიბერალურ-დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, ურთიერთმისაღები პოლიტიკური მოწყობის სისტემის შემუშავება.

 

ამოცანები

 

 

  • ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო სექტორში, აკადემიურდა ბიზნეს წრეებში არსებული ცოდნის, გამოცდილებისა და სხვა რესურსების გამოყენება;
  • სახალხო დიპლომატიის აქტიური ჩართვა მოლაპარაკებების და ნდობის აღდგენის პროცესში;
  • კონფლიქტურ მხარეებს შორის ნდობის აღდგენის ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;
  • კონფლიქტურ ზონებში მიმდინარე პროცესების შესწავლა და ანალიზი;
  • საზოგადოების ინფორმირება სამშვიდობო პროცესებისა და კონფლიქტურ რეგიონებში არსებული ვითარებების შესახებ;
  • სამშვიდობო ფორმატების შეფასება, ანალიზი და მათი ოპტიმიზაციისათვის წინადადებების შემუშავება;
  • საერთაშორისო ორგანიზაციებთან,უცხოურ სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან მოპალარაკებების წარმართვა უწყების მიზნების მისაღწევად;
  • რეინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების შესაბამისი საქმიანობის კოორდინაცია;
  • კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებულყველა მოპალარაკებაში საქართველოს ხელისუფლების წარმოდგენა;
  • კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებულ საკითხებზე მაღალი და საექსპერტო დონის უწყებათაშორისი კომისიების საქმიანობის ორგანიზება და წარმართვა;
  • რეინტეგრაციასთან დაკავშირებული სპეციალური ფონდის ორგანიზება, სათანადო პროექტების ინიცირება და მათი განხორციელების ზედამხედველობა.

     

     



  • სახელმწიფო მინისტრი

    ბიოგრაფია | შეკითხვა მინისტრს