|
| 18 ივლისი 2010 |
|
|
დღეს 18 ივლისს, ცხინვალი-ვლადიკავკაზის მიმართულებით მიმავალმა სამგზავრო ავტობუსმა განიცადა ავტოავარია.
ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 11 მგზავრი, მათ შორის, ორი მცირეწლოვანი ბავშვი, არიან დაშავებულები.
საქართველოს მთავრობა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს.
საქართველოს მთავრობა მზადაა დახმარება აღმოუჩინოს დაშავებულებს. მობილიზებულია სამედიცინო დაწესებულებები და სტაციონარები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მზად არიან დაზარალებულთა მისაღებად.
|
|
| 14 ივნისი 2010 |
|
|
2010 წლის 14 ივნისს საქართველოს ვიცე პრემიერ მინისტრმა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემური იაკობაშვილმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარესთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან. მხარეებმა ისაუბრეს სახელმწიფო სტრატეგიაზე ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. სახელმწიფო მინისტრმა ჩავუშოღლუს გააცნო სტრატეგიის სამოქმედო გეგმაზე მუშაობის პროცესი და ისაუბრა ეროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის როლზე სამოქმედო გეგმის განხორციელებაში.
მევლუთ ჩავუშოღლუმ პოზიტიურად შეაფასა სამოქმედო გეგმის მიზნები და მზადყოფნა გამოთქვა საპარლამენტო ასამბლეის მიერ თავისი წვლილის შესატანად სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში.
|
|
|
| 08 ივნისი 2010 |
განცხადება გალში განვითარებული ძალადობრივი ფაქტების შესახებ
საქართველოს ხელისუფლება უკიდურესად აღშფოთებულია გალის რაიონის სოფლებში დიხაზურგასა და რეფში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო. Aამ სოფლებში ჩატარებული საეგზეკუციო ოპერაციის შედეგად- გარდაცვლილია 3 ადამიანი, დამწვარია 6 საცხოვრებელი სახლი, ფიზიკური ტრავმა აქვს მიყენებული და უსახლკაროდ დარჩენილია ათობით ადამიანი.
საქართველოს ხელისუფლება სამძიმარს უცხადებს ძალადობრივი გზით გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, გმობს ძალადობის გამოვლინების ნებისმიერ ფორმას და საგანგაშოდ მიიჩნევს აფხაზეთის ტერიტორიაზე დაძაბულობის ესკალაციას.
აღნიშნული ინციდენტების მიუკერძოებლად გამოძიებისათვის, საქართველოს ხელისუფლება აუცილებლად მიიაჩნევს საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობას. ამასთან, მოითხოვს გამოძიება წარიმართოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ და მზადაა ამ პროცესში აქტიურად ითანამშრომლოს ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში.
საქართველოს ხელისუფლება მოუწოდებს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს (UNHჩღ), დახმარება გაუწიოს დაზარალებულ ოჯახებს, რათა უზრუნველყოს ისინი თავშესაფრით.
უნდა აღინიშნოს ის გატარებული პრევენციული ღონისძიებები, რამაც თავიდან აგვაცილა გალის რაიონის სოფელ დიხაზურგაში მომხდარი განუკითხაობის სოფელ რეფში გამნეორება. Aამიტომაც საქართველოს ხელისუფლება იმედს გამოთქვამს, რომ აფხაზეთის საზოგადოება წინ აღუდგება უსამართლობას და ადამიანის უფლებების ასეთ უხეშ დარღვევებს, რაც ხელს უშლის გაყოფილი თემების შერიგების პროცესს.
|
|
| 06 მაისი 2010 |
შეხვედრა გაეროს წარმომადგენლებთან
2010 წლის 6 მაისს საქართველოს ვიცე პრემიერ მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემური იაკობაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის ევროპისა და დსთ-ს ქვეყნების რეგიონული ბიუროს დირექტორს კორი უდოვიჩკის შეხვდა. შეხვედრის თემა შეეხო აგვისტოს ომის შემდგომ რეაბილიტაციას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სახელმწიფო სტრატეგიის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. ქართულმა მხარემ გაეროს წარმომადგენლებს გააცნო სტრატეგიის სამოქმედო გეგმაზე მუშაობის პროცესი.
გაეროს წარმომადგენლებმა მხარდაჭერა გამოთქვეს საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების მიმართ და დადებითად შეაფასეს საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებისათვის.
|
|
| 07 აპრილი 2010 |
შეხვედრა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებთან
7 აპრილს, ვიცე პრემიერ მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემური იაკობაშვილი შეხვდა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტის დემოკრატიული მმართველობის ქვეკომიტეტის წევრებს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს სწრაფვას ნატოში ინტეგრაციისაკენ. განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს არსებული სიტუაცია და ოკუპაციის შედეგად გამოწვეული პრობლემები, ასევე ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ვითარება.
საუბარი შეეხო სახელმწიფო სტრატეგიას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, სტრატეგიაში განხილულ ძირითად საკითხებს და სამოქმედო გეგმას. ასევე განიხილეს შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნულ კონცეფცია. შეხვედრისას ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს სიძლიერეს წარმოადგენს მისი მრავალეთნიკური და კულტურულად მრავალფეროვანი საზოგადოება.
|
|
| 12 მარტი 2010 |
სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში
ვიცე პრემიერი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი 8-12 მარტს ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ბრიუსელში. ბრიუსელში, სახელმწიფო მინისტრსა და ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებს შორის ჩატარდა სპეციალური შეხვედრა, რომლის მიზანი იყო სახელმწიფო სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განხილვა. შეხვედრისას გამოიკვეთა ევროკავშირის როლი სამოქმედო გეგმის შესრულებაში. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა მოიწონეს და მხარი დაუჭირეს საქართველოს მთავრობის ხედვას და სტრატეგიაში ასახულ პრიორიტეტებს.
ვიცე პრემიერმა ვიზიტის ფარგლებში სტრატეგია გააცნო ნატო-საქართველოს კომისიას და ოფიციალური შეხვედრები გამართა ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილესთან ჰიუგო მინგარელისთან და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.
ნატოსა და ევროკავშირის ინსტიტუტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოს მთავრობას გამოუცხადეს სრული მხარდაჭერა და მზადყოფნა აქტიურად ჩაერთონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობისაკენ მიმართულ სამოქმედო გეგმის შეშუშავებასა და განხორციელებაში.
ვიზიტის დროს, თემურ იაკობაშვილს ჰქონდა ინტერვიუები მედიის სხვადასხვა წარმომადგენელთან, მათ შორის EU Observer-ის ჟურნალისტთან ენდრიუ რეტმანთან და ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან.
|
|
| 01 მარტი 2010 |
"Radio France Internationale"-ს ინტერვიუ სახელმწიფო მინისტრთან თემურ იაკობაშვილთან (რუსულ ენაზე)
Галина Аккерман: Господин Якобашвили, Вы встретились с французским руководством, чтобы представить грузинскую программу в отношении «оккупированных территорий», то есть Южной Осетии и Абхазии. Я прочитала ваши предложения, и хотела бы получить несколько уточнений.
Например, в программе написано, что необходимо установить свободное передвижение людей между Грузией и этими сепаратистскими регионами, но насколько я понимаю, российская армия совместно с местными вооруженными формированиями уже построила границу, которая практически на замке. Как в этих условиях может осуществляться свободное передвижение людей?
Темур Якобашвили: сигнала. Естественно, мы не собираемся разбрасывать листовки с вертолета или заниматься подобным маразмом. Есть современные медиа-средства, которые позволяют доставить информацию и довести ее до этих людей, в том числе.
- Вы хотите сказать, что люди, обладающие компьютерами в Абхазии и Южной Осетии, смогут получить доступ к бесплатному интернету через грузинского провайдера? и распространения информации. Мы не боимся информации из России, но мы думаем, что открытые каналы для обмена информацией очень важны.
- Вы не ответили на мой вопрос. В настоящее время Первый Кавказский выходит в эфире только через интернет или он также доступен в Грузии тем, у кого есть обычные телевизоры? Если это так, могут ли его принимать жители Абхазии и Южной Осетии?
- Традиционное телевещание только отчасти покрывает эти регионы. Сигнал не доходит, например, до Сухуми. После того, как мы найдем другой спутник, Первый Кавказский станет доступным для всех.
- Уже больше года назад Радио «Свобода» начало вещать на русском языке из Тбилиси для жителей Абхазии и Южной Осетии. Есть ли статистика? Много ли у «Свободы» слушателей на этих территориях?
- Идея этого вещания принадлежит мне, и я долго и упорно ее пробивал. Я думаю, что люди имеют право на разные мнения и на собственную точку зрения. В данный момент трудно судить, сколько радиослушателей у них есть, потому что нет независимых источников информации. Мне говорили неоднократно, что люди довольно активно слушают эти передачи.
- Как радиожурналист, я могу это только приветствовать. Мы лишний раз убеждаемся, что старое доброе радио оказывается наиболее надежным источником информации в этом современном технологическом мире.
- Я с Вами согласен. В современном мире радио себя не изжило, и если люди не слушают радио дома, хотя хозяйки как раз и слушают, они слушают его в машине. Радио остается важным медиа-средством для получения и распространения информации. Тем более в таких местах, где действуют ограничения, а ограничения на этих оккупированных территориях существуют. Населению пытаются промывать мозги через российские теле- и радиоканалы, по рецептам классической тоталитарной пропаганды, и тот контент, который идет по этим каналам, можно назвать контентом лжи и распространения национальной розни.
- Мы очень активно обсуждаем этот вопрос и внутри страны, и с донорами. В современном мире интернет не должен быть предметом роскоши, это – средство получения Начнем с того, что наша стратегия преследует цель не изолировать эти территории от остальной Грузии и от остального мира. Мы видим попытки с российской стороны аннексировать эти территории, изолировать их и помешать им иметь отношения с остальным миром. Но несмотря на то, что там находятся российские войска, что Россия прислала туда своих пограничников, мне кажется, что полностью закрыть административную границу ей не удастся.
Есть объективные причины, почему люди должны передвигаться. Тут и торговля, и здравоохранение, и образование. Искусственно отрезать этих людей у России не получится. Это не получалось в прошлом даже при наличии Берлинской стены, люди и тогда стремились к свободе, а уж в 21м веке это и подавно невозможно.
Естественно, мы ожидаем, что в какой-то момент может наступить ужесточение режима передвижения, будут новые препятствия, но мы надеемся на международное сообщество, на здравомыслящих людей, которые проживают на этих территориях. Мы надеемся, что возобладают практические нужды жителей этих территорий, которые довольно активно передвигаются через оккупационную линию. Если Берлинская стена не остановила людей, то абхазская или осетинская стена вряд ли смогут быть эффективными.
Есть чисто практические аспекты. Например, Цхинвальский регион (Южная Осетия) полностью привязан в экономическом смысле к остальной Грузии, и осуществлять хотя бы поставки продовольствия через Рокский туннель, который не функционирует зимой, практически невозможно.
- Вы хотите сказать, что сегодня на территорию Южной Осетии продовольствие поставляют грузинские компании?
- На данном этапе, это – не компании, а индивидуальные лица, и там расцветает так называемый «чемоданный бизнес». Мы хотим придать этому явлению цивильные формы и предоставить коммерсантам цивильные возможности. Согласитесь, нездорово, что в Цхинвали помидоры продаются по 10 евро за килограмм.
- Следующий вопрос связан с вашими планами в области образования. В программе написано, что будет предоставлена возможность населению Абхазии и Южной Осетии получать образование в Грузии. Конкретно, много таких просьб поступает? И как это будет осуществляться? Вы будете давать стипендии? Предоставлять общежития? Ведь это – в основном бедные люди.
- Естественно, мы будем создавать специальные механизмы для этого. Во-первых, на территории Абхазии проживает весьма ощутимое количество этнических грузин, которые хотят получить образование на родном языке, многие из них приезжают для этого в Тбилиси. Нам приходится создавать специальные программы, чтобы как-то стереть различия в системах образования. Кроме этого, мы хотим предложить населению Абхазии и Южной Осетии обучаться не только в Грузии, но включить их в квоты, которые получает Грузия в зарубежных университетах, в разных программах, будь то для студентов или для школьников. Жители Абхазии и Южной Осетии станут интегральной частью международных программ, в которых участвует Грузия. Не думаю, что какая-нибудь военная сила может их остановить и запретить им получать образование в Гарварде или Сорбонне.
- А как будет функционировать ваша программа в области здравоохранения? Населению Абхазии и Южной Осетии будет предоставлено грузинское государственное медицинское страхование? Или будет оказываться помощь в экстренных ситуациях?
- На практике это уже осуществляется. К сожалению, на этих территориях распространены некоторые тяжелые заболевания. В Абхазии, например, много случаев гепатита С, туберкулеза, СПИДа. Там эти болезни вообще не лечат. Для того, чтобы получить медицинскую помощь, больным надо ехать или в Москву, или в Тбилиси. Москва далеко, Тбилиси ближе. И у нас есть государственные программы для населения Грузии, в том числе для Абхазии и Южной Осетии. Больные уже приезжают, им уже оказывается помощь, а теперь мы хотим облегчить эту процедуру и сделать ее более доступной.
- Вы создали Первый Кавказский канал телевещания на русском языке, хотя у вас возникли трудности с размещением канала на спутнике «Евтелсата». Мне представляется, что одной их целей создания русскоязычного вещания было как раз вещание на Абхазию и Южную Осетию, не правда ли? Могут ли сегодня жители этих регионов смотреть этот канал, несмотря на отсутствие ретрансляции через спутник?
- Мы собираемся использовать все современные медиа-средства, чтобы донести нашу правду до русскоязычного населения, где бы оно ни проживало. Будь то в Абхазии, в Цхинвальском регионе, в Москве, в Азербайджане или в Казахстане. Мы создавали этот канал не в пику России, не против России, не для Северного Кавказа, как часто выдумывают в России, а для русскоязычного населения во всем мире. Франция создала англоязычный и арабоязычный канал для вещания во всем мире, и мы пошли по тому же пути. Вещание прекратилось из-за известной проблемы с французской компанией «Евтелсат», но мы сейчас находимся не только в судебном разбирательстве с этой компанией, но и ищем другие альтернативы.
Кроме того, мы думаем, что было бы интересно предоставить жителям на оккупированных территориях доступ к бесплатному интернету. Это позволит им получать телепрограммы через интернет, вместо традиционного телевизионного
|
|
| 01 მარტი 2010 |
სამუშა ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში
ვიცე პრემიერი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემური იაკობაშვილი 20 თებერვლიდან 27 თებერვლამდე იმყოფებოდა სამუშა ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს მთავრობის სახელმწიფო სტრატეგიის: “ჩართულობა თანამშრომლობის გზით” წარდგენა. ნიუ-იორკში ვიცე პრემიერმა გამართა შეხვედრები გაეროს განვითარების პროგრამის დირექტორის მოადგილესთან რებეკა გრინსპანთან, სადაც განიხილეს სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მექანიზმები.
ასევე, სახელმწიფო მინისტრი შეხვდა ევროკავშირის, აფრიკის კავშირის და ლათინური ამერიკის ქვეყნების ჯგუფებს. ელჩები მიესალმნენ საქართველოს სწრაფვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობისკენ მიმართულ სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან მიმართებაში, აგრეთვე მყარი მხარდაჭერა გამოხატეს არაღიარების პოლიტიკისადმი.
თემურ იაკობაშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია კოლუმბიის უნივერსიტეტში, შეხვდა აკადემიური წრეების და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მონაწილეობა მიიღო ექსპერტებთან დებატებში.
ვაშინგტონში თემურ იაკობაშვილმა სტრატეგია განიხილა ოფიციალურ შეხვედრებზე პრეზიდენტ ობამას თანაშემწესა და ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის საკითხებში უფროს დირექტორთან ელიზაბეტ შერვუდთან და პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ვილიამ ბერნსთან. ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართევლოს მთავრობის ხედვასა და სტარატეგიაში ასახულ პრიორიტეტებს. მათ გამოხატეს სრული მხარდაჭერა და მზადყოფნა სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში.
სახელმწიფო მინისტრი ასევე შეხვდა ამერიკის დეპარტამენტის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, «სტრატფორის» ანალიტიკური ცენტრისა და «ევრაზია ნეტ» - ის ჟურნალისტებს. ვიზიტის მსვლელობისას სახელმწიფო მინისტრს ჰქონდა საჯარო გამოსვლები და დისკუსიები კარნეგის ცენტრში, ელიოტის სკოლასა და ჯორჯ ვაშინტონის უნივერსიტეტში.
|
|
| 16 თებერვალი 2010 |
სამუშაო ვიზიტი პარიზში
პარიზში სამუშაო ვიზიტად მყოფმა ვიცე-პრემიერმა, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემური იაკობაშვილმა ოფიციალური შეხვედრები გამართა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბერნარ კუშნერთან და საფრანგეთის სახელმწიფო მდივანთან ევროპის საკითხებში, პიერ ლელუშთან. შეხვედრებზე განიხილეს საფრანგეთის მონაწილეობა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის: “ჩართულობა თანამშრომლობის გზით” სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და მის განხორციელებაში.
საფრანგეთი მიესალმება საქართველოს მთავრობის ხედვას და სტრატეგიაში გაცხადებულ პრიორიტეტებს. ამასთან, მზადყოფნას გამოთქვამს აქტიური როლი ითამაშოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობისაკენ მიმართული პროგრამების შემუშავებაში.
ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრი შეხვდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინსტროების მაღალი თანამდებობების პირებს და მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკური ცენტრის – საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ექსპერტებს.
დაგეგმილია კონსულტაციები სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან და შეხვედრები ფრანგული მედიის წარმომადგენლებთან.
|
|
| 03 თებერვალი 2010 |
სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი სტრასბურგში
საქართველოს ვიცე-პრემიერი, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი 2თებერვლიდან 4 თებერვლამდე სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, 3 თებერვალს სახელმწიფო მინისტრი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიას ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს წარუდგენს.
გარდა ამისა, დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან თორბორნ იაგლანდთან.
|
|
| 01 თებერვალი 2010 |
თბილისი-მოსკოვი ტელე-ხიდი
ორშაბათს, 1 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში (რია-ნოვოსტი) გამართულ ტელე-ხიდში მონაწილეობა მიიღეს ქართული მხრიდან საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა, რუსული მხრიდან კი წარმოდგენილნი იყვნენ პოსტ-საბჭოთა სივრცეში საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების ინფორმაციულ-ანალიტიკური ცენტრის გენერალური დირექტორი ალექსეი ვლასოვი, დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის კავკასიის განყოფილების ხელმძღვანელი, რუსეთის ყოფილი ელჩი საქართველოში (1996-2000) ფელიქს სტანევსკი, რუსი და რუსეთში აკრედიტებული უცხოელი ჟურნალისტები.
ტელეხიდის დროს სახელმწიფო მინისტრმა უპასუხა შეკითხვებს ჟენევის მე-9 რაუნდის შეხვედრის შემდგომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. შეკითხვები ეხებოდა ასევე საქართველოს მთავრობის სტრატეგიას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.
|
|
| 29 იანვარი 2010 |
უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრა
29 იანვარს, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, თბილისის საკრებულოს შენობაში ჩატარდა პირველი უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრა. განხილული იქნა 2010 წლის სამოქმედო გეგმის განახლებული ვერსიის მომზადებასთან დაკავშირებული უწყებათაშორისი კოორდინაციის ფორმები და პროცედურები.
|
|
| 25 ნოემბერი 2009 |
ვიზიტი ლონდონში
23-26 ნოემბერს, ვიცე პრემიერ-მინისტრი, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემური იაკობაშვილი მიწვეულია ქ. ლონდონში უილტონ პარკის კონფერენციაზე, რომელიც ეხება სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების გაფართოებულ მეზობლობის საკითხს.
25 ნოემბერს სახელმწიფო მინისტრი ისაუბრებს სამხრეთ კავკასიაში არსებულ კონფლიქტებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
|
|
| 19 ნოემბერი 2009 |
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დელეგაციასთან
19 ნოემბერს ვიცე-პრემიერი, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემური იაკობაშვილი შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დელეგაციას, რომელსაც ხელმძღვანელობდა თავდაცვის მდივნის მოადგილე რუსეთი-უკრაინა-ევრაზიის საკითხებში სელესტ ვოლენდერი. შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. საუბარი ასევე შეეხო აშშ-ს და საქართველოს ორმხრივ ურთერთობებს და თანამშრომლობის სფეროებს.
|
|
| 16 ნოემბერი 2009 |
ანონსი
17 ნოემბერს ქ. გალში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმებზე მომუშავე ჯგუფის მეცხრე შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული, რუსული, ევროკავშირის და გაეროს მხარეები, ასევე აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების და ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლები.
ქართულ დელეგაციას უხელმძღვანელებს რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე დავით რაქვიაშვილი.
|
|
| 13 ნოემბერი 2009 |
შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან
13 ნოემბერს ვიცე პრემიერ-მინისტრი, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემური იაკობაშვილი შეხვდა ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფთხოების კომიტეტში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს. დელეგაციას ხელმძღვანელობდა ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, შვედეთის ელჩი ოლაფ სკუგი. ვიცე პრემიერ-მინისტრმა სტუმრებს საქართველოში არსებული ვითარება გააცნო, ისაუბრა ევროკავშირის როლზე და 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარი ომის შედეგად შექმნილ რეალობაზე. სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად ისაუბრა სახელმწიფო სტარტეგიაზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და შესაბამის სამოქმედო გეგმაზე, უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ საქმიანობებზე. მან კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირისა და ევროპის რიგი სახელმწიფოების მიერ გაწეული დახმარება.
სტუმრებმა გამოხატეს დაინტერესება სახელმწიფო სტრატეგიასთან დაკავშირებით და გამოთქვეს სურვილი აქტიურად ჩაერთონ სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში.
|
|
| 12 ნოემბერი 2009 |
შეხვედრა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელთან
12 ნოემბერს, ვიცე-პრემიერი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემური იაკობაშვილი შეხვდა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელს აღმოსავლეთ პარტნიორობისა და აღმოსავლეთ მეზობელი ქვეყნების საკითხებში, ელჩს ონო ჰატინგა ვანთ სანტს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკაში პიტერ იან ლანგენბერგი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში მაია ფანჯიკიძე, ნიდერლანდების საელჩოსა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლები.
შეხვედრის დროს საუბარი შეეხო, სახელმწიფო სტრატეგიას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს გააცნო სახელმწიფო ხედვა, სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შესაძლო სფეროები, უკვე განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობები.
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა გამოთქვა მზადყოფნა, მათი კომპეტენციის ფარგლებში აქტიურად ჩაერთოს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში.
|
|
| 26 ოქტომბერი 2009 |
სახელმწიფო მინისტრის ინიციატივით გამართული სამუშაო შეხვედრა
ამა წლის 23-24 ოქტომბერს, ვიცე-პრემიერის, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის ინიციატივით გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგიაში შემავალი ყველა ძირითადი პუნქტის განხილვას.
შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ცნობილი ადგილობრივი ექსპერტები.
ასევე მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის, უზენაესი საბჭოს პირველმა პირებმა, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებმა.
შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში ჩატარდა და პროდუქტიულობის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა.
მონაწილეების მხრიდან ხაზი გაესვა სამოქალაქო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობას და მსგავსი შეხვედრების ჩატარების აუცილებლობას უახლოეს მომავალში.
|
|
| 20 ოქტომბერი 2009 |
გალში ინციდენტების პრევენციის ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
20 ოქტომბერს, ქ. გალში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმებზე მომუშავე ჯგუფის მორიგი, მეშვიდე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე გალის რაიონში არსებული კრიმინოგენური ვითარება, ქართულ სკოლებში შექმნილი მდგომარეობა და ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის პრობლემა განიხილებოდა. აგრეთვე დღის წესრიგში ერთ–ერთ განსახილველ თემას წარმოადგენდა რუსული ვერტმფრენების ადმინისტრაციულ საზღვარზე განლაგებულ ქართულ საპოლიციო პოსტებზე მუდმივი გადაფრენები.
ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაში ქართული, რუსული, ევროკავშირისა და გაეროს მხარეები მონაწილეობდნენ. ასევე გალის შეხვედრაში მონაწილეობას აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლებიც იღებდნენ.
ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლები.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო, მერვე შეხვედრა ორ კვირაში, 6 ნოემბერს გაიმართება.
|
|
| 14 სექტემბერი 2009 |
შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესთან
დღეს, 14 სექტემბერს ვიცე-პრემიერი, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემური იაკობაშვილი შეხვდა კავკასიისა და სამხრეთ ევროპის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს თინა ქეიდენაუს. შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა.
სახელმწიფო მინისტრმა ქალბატონ ქეიდენაუს მიაწოდა ინფორმაცია აპარატის საქმიანობის შესახებ. ასევე განიხილეს სამომავლო სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.
|
|
| 14 სექტემბერი 2009 |
შეხვედრა ელჩებთან
დღეს, 14 სექტემბერს ვიცე-პრემიერი, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემური იაკობაშვილი შეხვდა საფრანგეთის ელჩს ერიკ ფურნიეს, გერმანიის ელჩს პატრიცია ფლორს და ბრიტანეთის ელჩს დენის კიფს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები.
საუბარი შეეხო სამომავლო სტრატეგიას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.
|
|
| 14 სექტემბერი 2009 |
შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან
დღეს, 14 სექტემბერს ვიცე-პრემიერი, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემური იაკობაშვილი შეხვდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, გიორგი ბარამიას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ხელისუფლების სტრატეგიის შემუშავების საკითხებს, ასევე უწყებათაშორის მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივებს. განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და აღნიშნულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზები.
შეხვედრაზე მინისტრმა სტუმრებს წარუდგინა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ხედვები და მოხდა არსებული ვითარების ირგვლივ ინფორმაციის შეჯერება.
|
|
| 14 ივლისი 2009 |
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაცია
2009 წლის 14 ივლისს გალში, საქართველოში გაეროს ყოფილი სადამკვირვებლო მისიის ოფისში, გაიმართა ჟენევის მოლაპარაკებების გადაწყვეტილებით შექმნილი ინციდენტების პრევენციის და რეაგირების მექანიზმის პირველი შეხვედრა (აფხაზეთის მიმართულებით). შეხვედრაზე ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მაღალი თანამდებობის პირები. რუსეთის მხარეს წარმოადგენდნენ რუსეთის საოკუპაციო არმიის მე-7 სამხედრო ბაზის, რუსეთის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (ფე-ეს-ბე) მაღალჩინოსნები და დიპლომატიური უწყება.
შეხვედრაში მომაწილეობდნენ მარიონეტული რეჟიმის და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლები. შეხვედრას უძღვებოდნენ გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმღვანელი საქართველოში.
განხილულ იქნა პროცედურული საკითხები - მომავალი შეხვედრების სიხშირე და ჩატარების ადგილები, მონაწილეების რაოდენობა, დღის წესრიგის მიღების პროცედურები, სამუშაო ენები, თავმჯდომარეობა და სხვა საკითხები.
მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრები ჩატარდება რეგულარულად, ორ კვირაში ერთხელ, სამშაბათს, გაერთიანებული ორგანიზაციის თავმჯდომარეობით და ევროკავშირის ხელშეწყობით. განისაზღვრა მხარეების წარმომადგენლების და მონაწილეების მაქსიმალური რაოდენობა.
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი მიესალმება ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების პირველ შეხვედრას გალში და იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო მეთვალყურეობით რეგულარულად ჩატარებული შეხვედრები შეამცირებს ინციდენტების რაოდენობას და გაზრდის ოკუპირებული აფხაზეთის და მიმდებარე ტერიტორიების მოსახლეობის უსაფრთხოებას.
|
|
| 02 ივლისი 2009 |
ჟენევის მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდი შედგა
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, დავით რაქვიაშვილი იმყოფებოდა ვიზიტად ქ. ჟენევაში, სადაც მონაწილეობა მიიღო 2009 წლის 1 ივლისს ჩატარებულ ჟენევის მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდის მეორე სამუშაო ჯგუფის მუშაობაში.
მეორე სამუშაო ჯგუფში ქართულმა მხარემ წარადგინა წინადადებები, რომლებიც ეხება დევნილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას საკუთარ სახლებში, მათი უფლებების დაცვას, ქონებრივი უფლებების პატივისცემას, დევნილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რეგისტრაციას და აგრეთვე ოკუპირებული ტერიტორიების ეკონომიკურ რეაბილიტაციას.
მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ 14 ივლისს, ქ. გალში ჩატარდება ინციდენტების პრევენციის მიზნით შერეული ჯგუფის შეხვედრა.
მხარეებმა ასევე მიაღწიეს შეთანხმებას მოლაპარაკებების მომდევნო, მეშვიდე რაუნდის ჩატარების თაობაზე ამა წლის 17 სექტემბერს.
|
|
| 13 თებერვალი 2009 |
ვიცე-პრემიერი, სახელმწიფო მინისტრი შეხვდა ევროკავშირის დელეგაციას
13 თებერვალს ვიცე-პრემიერი, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი შეხვდა სამოქალაქო კრიზისის მენეჯმენტის ევროკავშირის დირექტორატის საოპერაციო ერთეულის დელეგაციას, ანტონიო ტანკას ხელმძღვანელობით.
შეხვედრაზე განიხილეს რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობა და შექმნილი ვითარებიდან გამოსვლის მიზნით
საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებები. თემურ იაკობაშვილმა სტუმრებს წარუდგინა დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
შეხვედრისას აღინიშნა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო დამკვირვებლების არსებობის მნიშვნელობა. როგორც შეხვედრის მსვლელობის დროს თემურ იაკობაშვილმა აღნიშნა: “აგვისტოს ომი საქართველოში არამარტო ერთი ქვეყნის პრობლემაა, არამედ მთლიანად ევროპის. რუსეთი ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს გეოპოლიტიკური რუკის შეცვლას”.
|
|
| 09 თებერვალი 2009 |
რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მისია ხსნის თავის წარმომადგენლობას
9 თებერვალს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა გამართა შეხვედრა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით დამოუკიდებელ საერთაშორისო ფაქტების დამდგენ მისიის წარმომადგენლებთან, ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით.
სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის მსვლელობისას მისიის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობის მდგომარეობა, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ყველა მოქმედება რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული საქართველოს მოქალაქეების დახმარებისა და ყოფის შემსუბუქების მიზნით და ასევე იმ მატერიალური და ეკოლოგიური ზარალის შესახებ, რომელიც მიადგა რუსეთის აგრესიის შედეგად საქართველოს სახელმწიფოს.
თემურ იაკობაშვილმა გამოხატა მზადყოფნა მჭიდროდ ითანამშრომლოს საგამოძიებო მისიასთან, წარუდგინოს ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების დამადასტურებელი დოკუმენტური მასალები, ეს ფაქტები მრავლად არსებობს საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო მოქმედებების დაწყების დღიდან მოყოლებული დღემდე.
შეხვედრის მსვლელობის დროს თემურ იაკობაშვილმა განაცხადა: “საქართველო მზადაა ითანამშრომლოს ყველასთან აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, რადგან დასამალი არაფერი გვაქვს”. მისი თქმით აუცილებელია ჩატარდეს ობიექტური გამოძიება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაისმევა კითხვა ”ვინ იქნება შემდეგი?”.
შეხვედრაზე ჰაიდი ტალიავინმა თავის მხრივ განაცხადა, რომ დაგეგმილია საგამოძიებო მისიის თბილისის წარმომადგენლობის გახსნა და ყველა მხარესთან აქტიური თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
|
|
| 03 თებერვალი 2009 |
სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა ესტონეთის პარლამენტარებთან
3 თებერვალს, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი და მინისტრის მოადგილე რუსლან აბაშიძე შეხვდნენ ესტონეთის პარლამენტის დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სვენ მიქსერსის ხელმძღვანელობით.
შეხვედრის დროს მინისტრმა სტუმრებს გააცნო საქართველოში არსებული ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და გაამახვილა ყურადღება იმ საფრთხეებზე, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. საუბარი ასევე შეეხო, ომის შედეგად დევნილი მოსახლეობის მდგომარეობას და მათ პრობლემებს.
ესტონურმა დელეგაციამ ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობას და გამოხატა მზადყოფნა საერთაშორისო არენაზე საქართველოს, როგორც მეგობარი ქვეყნის, ინტერესების დასაცავად.
|
|
| 03 თებერვალი 2009 |
ევროკავშირი მზადაა მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოს
3 თებერვალს, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი შეხვდა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოს კრიზისის საკითხებში, ელჩს პიერ მორელს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჩეხეთის ელჩი ივან იესტშაბი, ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა გენერალური დირექტორი, ბ-ნი ტიერი ბეშე და ევროკავშირის დელეგაციის სხვა წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ ტირტორიებზე არსებული სიტუაცია და 17-18 თებერვალს დაგეგმილი ჟენევის მოლაპარაკებების IV-ე რაუნდის დეტალები.
სტუმრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მთავრობის მიერ აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხოვრებელი ადგილებით უზრუნველყოფის ფაქტი და აღნიშნეს სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებული რეგიონის დახმარების გაწევის აუცილებლობა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხოთ დაბრუნების საკითხი.
პიერ მორელმა დაგმო რუსეთის ფედერაციის ოფიციალური პირების განცხადება ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ბაზის განთავსების თაობაზე.
თავის მხრივ, სახელმწიფო მინისტრმა მოუწოდა ევროკავშირის დელეგაციას არ დაზოგოს ენერგია, რათა კვლავ მოუწოდოს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს 6 პუნქტიანი გეგმით ნაკისრი ვალდებულებები.
|
|
| 22 დეკემბერი 2008 |
სახელმწიფო მინისტრი შეხვდა გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში
22 დეკემბერს, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ბატონი თემურ იაკობაშვილი შეხვდა გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში, ბატონ იოჰან ვერბეკეს. შეხვედრის დროს განიხილეს გაეროს მომავალი მანდატი საქართველოში და თუ როგორ უნდა ხდებოდეს საქართველოში განთავსებული სამშვიდობო მისიების ერთობლივი მუშაობა.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც განაგრძონ თანამშრომლობა.
|
|
| 09 დეკემბერი 2008 |
შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან
2008 წლის 9 დეკემბერს, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა შეხვედრა გამართა შვეიცარიის კონფედერაციის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებთან ქალბატონ ბარბარა შეუერსა და ტონი ფრიშისთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში შვეიცარიის კონფედერნაციის სრულუფლებიან ელჩი საქართველოში, ლორენცო ამბერგი.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქარველოს კონფლიქტურ რეგიონებში შვეიცარიის სააგენტოს წარსული საქმიანობის შესახებ და განიხილეს ერთობლივი თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივები.
|
|
| 14 ნოემბერი 2008 |
სამუშაო შეხვედრა თომას ჰამმერბერგთან
2008 წლის 14 ნოემბერს რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს ხელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა და მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა ელენე თევდორაძემ სამუშაო შეხვედრა გამართეს ადამიანის უფლებების საკითხებში ევროსაბჭოს უმაღლეს კომისართან თომას ჰამმერბერგთან.
შეხვედრაზე განხილეს იყო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს შორის ომის შედეგად აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების და დანგრეული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საკითხები.
თომას ჰამმერბერგმა სახელმწიფო მინისტრს გაუზიარა მისი შთაბეჭდილებები და მოსაზრებები კომპაქტურად დასახლებული დევნილების პირობების შესახებ. ამასთან, მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ბოლო თვეებში, ამ მიმართულებით, საგრძნობი პროგრესია მიღწეული. ევროსაბჭოს უმაღლესი კომისარი, ასევე შეეხო დევნილთა დასაქმების პრობლემატიკას და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება გაიზიარებს საერთაშორისო საზოგადოების რეკომენდაციებს და რჩევებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
სახელმწიფო მინისტრმა მადლობა მოახსენა სტუმარს გულწრფელობისთვის და მისი მოსაზრებების გაზიარებისთვის. თემურ იაკობაშვილმა აღნიშნა, რომ დროის სიმცირის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დევნილთათვის პირველადი დახმარების გაწევის საკითხში, რასაც უცხოელი პარტნიორები პირად საუბრებშიც ადასტურებენ. სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების მიერ დევნილთა დახმარების სტრატეეგის შესახებ და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების საკითხთა უმაღლეს კომისარს განუმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამზადებს დახმარების დამატებით პაკეტს. რაც მიზნად ისახავს დევნილთა დასაქმების წახალისებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და გარკვეულ სექტორებში გადასახადებზე შეღავათების დაწესებას. სახელმწიფო მინისტრმა, ასევე დაადასტურა, რომ ის იზიარებს ევროსაბჭოს უმაღლეს კომისრის მოსაზრებებს დევნილთა პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს მიმართა თხოვნით, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ მეტი ყურადღება გამოხატოს რუსული აგრესიის შედეგად დარჩენილი დევნილების საკითხების მიმართ, კერძოდ, მხარი დაუჭიროს მათი დასაქმების პროგრამებს. მნიშვნელოვანი ყურადღება თემურ იაკობაშვილმა დაუთმო რეგიონში განაღმვით სამუშაოებს და იმედი გამოხატა, რომ საერთაშორისო საზოგადოების დახმარება ამ კუთხით მნიშვნელოვანი იქნება.
სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ელენე თევდორაძემს ყურადღება გაამახვილა ცხინვალის მარიონეტი რეჟიმების მიერ, უმეტესად ქართველებით დასახლებული სოფლებისთვის სასმელი წყლის გადაკეტვის საკითხზე და რეგიონში ქართველი მოსახლეობის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტებს.
დასარულს, ელენე თევდორაძემ ევროსაბჭოს კომისარს სთხოვა საერთაშორისო საზოგადოებამ და პიდრადად მან, მეტი ძალისხმევა გაიღოს დევნილთა და რეგიონში დარჩენილი ქართული მოსახლეობის უფლებების დასაცავად.
|
|
| 03 ნოემბერი 2008 |
რეინტერგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადება
ცხინვალის რეგიონის მარიონეტული ხელისუფლება, რუსული საინფორმაციო არხების აქტიური ხელშეწყობით, ავრცელებს გამიზნულ დეზინფორმაციას ოსი ეროვნების საქართველოს მოქალაქეების დევნის და მათი საკუთრების ხელყოფის შესახებ. იგონებენ და ავრცელებენ შეთითხნილ ფაქტებს, თითქოს ოსი ეროვნების საქართველოს მოქალაქეები მასიურად ტოვებენ საქართველოს. ვაცხადებთ, რომ ეს ე.წ. “ფაქტები” არ შეესაბამება სინამდვილეს და ამ დეზინფორმაციის მიზანია:
ცხინვალის რეგიონის მარიონეტული ხელისუფლება, რუსული საინფორმაციო არხების აქტიური ხელშეწყობით, ავრცელებს გამიზნულ დეზინფორმაციას ოსი ეროვნების საქართველოს მოქალაქეების დევნის და მათი საკუთრების ხელყოფის შესახებ. იგონებენ და ავრცელებენ შეთითხნილ ფაქტებს, თითქოს ოსი ეროვნების საქართველოს მოქალაქეები მასიურად ტოვებენ საქართველოს. ვაცხადებთ, რომ ეს ე.წ. “ფაქტები” არ შეესაბამება სინამდვილეს და ამ დეზინფორმაციის მიზანია:
- გაამართლოს რუსეთის, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმისა და საოკუპაციო ჯარების მიერ ქართველთა ეთნიკური წმენდა ცხინვალის რეგიონში.
- ბზარი შეიტანოს ოსი და ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან და კეთილმეზობლურ ურთიერთობებში.
ვაცხადებთ, რომ არც კახეთში, არც ბორჯომში და არც საქართველოს რომელიმე სხვა რეგიონში, ოსი ეროვნების მოქალაქეების მიერ იძულებით საცხოვრებლის დატოვებისა და საქართველოდან წასვლის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. არ არსებობს ოსი ეროვნების პირების ეთნიკური ნიშნით დევნის, დამცირების და დაჩაგვრის არც ერთი შემთხვევა. პირიქით, რუსული აგრესიის უმძიმეს დღეებშიც და შემდგომაც ათეულ ათასობით ოსი ეროვნების საქართველოს მოქალაქე გვერდში უდგას ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას, რათა ერთობლივად დავძლიოთ რუსული აგრესიის შედეგები.
ხაზს ვუსვამთ, რომ საქართვცელოს ხელისუფლება არ დაუშვებს თავისი მოქალაქეების ეთნიკურ ნიშნად გამოყოფასა და ჩაგვრას. ამასთან ვაცხადებთ, რომ ყველა გარე ძალების მცდელობა და ქმედებები ჩვენი მოქალაქეების დასაპირისპირებლად განიხილება, როგორც მიზანმიმართული პროვოკაცია და გაეცემა სათანადო პასუხი.
|
|
|
|
მნიშვნელოვანი დოკუმენტები

|