07 ივლისი 2010
კურიერი 12:00
დაწვრილებით ...


 

 


 რუკები   

ფოტო   
ვიდეო

პუბლლიკაციები

 

 

 

 

ახალი ამბები
26 ივლისი 2010
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადება
    
24 ივლისს, ქ. ცხინვალის ცენტრში, დღის 13 საათზე, სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის, ე.წ. პარლამენტის რამდენიმე წევრი, ადამიანთა ჯგუფთან ერთად თავს დაესხა და უმოწყალოდ სცემა ჟურნალისტი, გაზეთ “21-ე საუკუნე-”ს რედაქტორი თემურ ცხოვრებოვი.

მიზეზი: თემურ ცხოვრებოვის მონაწილეობა ნიდერლანდების სამეფოს ქ. ლეიდენში, 11-17 ივლისს, გამართულ “ქართულ-ოსურ სამოქალაქო ფორუმში” და ფორუმზე მიღებული ერთობლივი მიმართვა ჟენევის დისკუსიის მონაწილეებისადმი, რეგიონის უსაფრთხოებისა და გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული მოსახლეობის ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებისკენ. საქართველოს მთავრობა უკიდურესად აღშფოთებულია იმ განუკითხაობით, რაც სუფევს სამხრეთ ოსეთის/ ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, განსხვავებული აზრის გამო დევნა, მუქარა, მოძალადეთა დაუსჯელობა, სიცოცხლის უსაფრთხოების გარანტიების არ არსებობა.

საქართველოს მთავრობა გმობს ძალადობის გამოვლენას ნებისმიერი სახით და მოითხოვს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუციების მხრიდან მეტ ძალისხმევას და აქტიურობას, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული რეალური ვითარება გახდეს ცნობილი საერთაშორისო საზოგადოებისათვის.
საქართველოს მთავრობა  იმედს გამოთქვამს, რომ სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოება წინ აღუდგება განუკითხაობას, თავისუფალი აზრის დევნას, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას.

სწორედ ამიტომ მიიღო საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანია შექმნას ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული მოსახლეობის ინტენსიურ ურთიერთობებს, თანამშრომლობას, პარტნიორობასა და საქართველოში მცხოვრებთა შორის ნდობის აღდგენას.

საქართველოს მთავრობას მიაჩნია, რომ ამ ღონისძიებათა წარმატებით განხორციელებით მიაღწევს გაყოფილი საზოგადოების შერიგებას და ნდობის გაძლიერებას.
 

18 ივლისი 2010
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადება
    


 

დღეს 18 ივლისს, ცხინვალი-ვლადიკავკაზის მიმართულებით მიმავალმა სამგზავრო ავტობუსმა განიცადა ავტოავარია.

ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 11 მგზავრი, მათ შორის, ორი მცირეწლოვანი ბავშვი, არიან დაშავებულები.

საქართველოს მთავრობა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს. 

საქართველოს მთავრობა მზადაა დახმარება აღმოუჩინოს დაშავებულებს. მობილიზებულია სამედიცინო დაწესებულებები და სტაციონარები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მზად არიან დაზარალებულთა მისაღებად.


 

08 ივლისი 2010 ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ქეთრინ ეშტონის პრესსპიკერის განცხადება

 

დღეს, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელის / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ქეთრინ ეშტონის, პრესპიკერმა გააკეთა შემდეგი განცხადება:
,,უმაღლესი წარმომადგენელი მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ ,,ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის” მიღებას და მოხარულია გეგმაში ასახული უამრავი კონსტრუქციული შემოთავაზებით. ეს გეგმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის ჩართვისთვის შემუშავებული პოლიტიკის განვითარების საქმეში მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია. ამ მოსახლეობასთან დაახლოება კი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების წინაპირობა.
სამოქმედო გეგმამ უნდა შექმნას ხელსაყრელი გარემო, მათ შორის, კონფლიქტის რეგიონებში მოქმედი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, რათა მათ შესძლონ თავიანთი საქმიანობის განხორციელება. ევროკავშირი, მის მიერვე შემუშავებული არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, მზადყოფნას გამოთქვამს წვლილი შეიტანოს ამ ძალისხმევის განხორციელებაში. იგი სრულ მხარდაჭერას უცხადებს იმ მიდგომას, რომელიც ნდობის აღდგენას, ხალხთა შორის კონტაქტების ხელშეწყობასა და გადაადგილების თავისუფლებას ეფუძნება.
ევროკავშირი, კიდევ ერთხელ აფიქსირებს მხარდაჭერას საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისადმი, რაც ეყრდნობა საერთაშორისო სამართლით აღიარებული დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემას“


წაიკითხეთ
 

    
07 ივლისი 2010 ვიზიტი ესტონეთში
2010 წ 5-7 ივლისს ესტონეთის კულტურის სამინისტროს მიწვევით შედგა ქ-ნ ელენე თევდორაძის ვიზიტი ესტონეთში იმ პროგრამით, რომელიც შედგენილი იყო ესტონეთის მხრიდან.

 

5 ივლისი, 2010
გაიმართა შეხვედრა ესტონეთის კულტურის სამინისტროში, ესტონეთის კულტურის მინისტრის მოადგილესთან ქ-ნ ანე-ლი რეიმასთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ესტონეთის ინსტიტუტის, განათლებისა და კვლევის და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები.  განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: 2008-2013 წწ-ის ესტონეთის ინტეგრაციის პროგრამა, ინტეგრაციის პოლიტიკა და პრაქტიკა, ევროკავშირის ფონდების იმპლემენტაცია და ესტონური ენის სწავლება. შემდგომ შედგა ვიზიტი რუსულ თეატრში.
 
6 ივლისი 2010
შედგა ვიზიტი უკრაინის კულტურის ცენტრში და უკრაინულ ბერძნულ-კათოლიკურ ეკლესიაში, ასევე რუსული კულტურის ცენტრში (ვიზიტის მიზანი იყო  ესტონეთის ინტეგრაციის პოლიტიკის დემონსტრირება) და ინტეგრაციისა და მიგრაციის ფონდში ”ჩვენი ხალხი”.
 
7 ივლისი 2010
გაიმართა შეხვედრა ესტონეთის პარლამენტში, პარლამენტის წევრთან - ბ-ნ ელდარ ეფენდიაევთან და ნაციონალურ-კულტურულ საზოგადოებათა საერთაშორისო ასოციაციაში - ”ლირა”.
 
ყველა ამ შეხვედრის მიზანი იყო ესტონეთის გამოცდილების გაზიარება, სამოქალაქო საზოგადოებაში ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის კუთხით, ესტონეთის რუსულენოვანი მოსახლეობისათვის ესტონური ენის შესწავლის ფორმა და მეთოდები. მთავარი შეხვედრა სხვადასხვა ეთნოსებთან, რომლებიც ცხოვრობენ ესტონეთში, შედგა ნაციონალურ-კულტურულ საზოგადოებათა საერთაშორისო ასოციაციაში - ”ლირაში”. აქ არიან გაერთიანებულნი იმ ეროვნული უმცირესობების კულტურული ორგანიზაციები, რომლებიც ცხოვრობენ ესტოენეთში. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს ამ ორგანიზაციაში არ შედიან აფხაზები, და როგორც აღმოჩნდა რაოდენობით არიან ისე ცოტანი (5 ოჯახი), რომ როგორც დიასპორა, არც კი არიან დარეგისტრირებულნი.
 
ამ ვიზიტმა აჩვენა, რომ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ეროვნულ უმცირესობებთან მუშაობისას იყენებს  სწორ ფორმებსა და მეთოდებს,  განსაკუთრებით კი ქართული ენის შესწავლის მხრივ იმ რეგიონებში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ეროვნული უმცირესობები.

 

    
02 ივლისი 2010 თემური იაკობაშვილის შეხვედრა ტორბიორნ იაგლანდთან და ანტონიო მილოშოსკისთან

 

 

 

2 ივლისს, ვიცე პრემიერ მინისტრი, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემური იაკობაშვილი შეხდა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანტონიო მილოშოსკის.

 შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას და ევროსაბჭოს როლს ამ პოლიტიკის განხორციელებაში განსაკუთრებით შემდეგი მიმართულებებით: ადამიანის უფლებების დაცვა, განათლება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საზოგადოებათაშორისი ურთიერთობების ხელშეწყობა, ინფორმაციის დაუბრკოლებელი გავრცელება. 

 ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ და გამოთქვა მზადყოფნა ევროსაბჭომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს  ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში.

 

 

    
01 ივლისი 2010 ანონსი
2 ივლისს, 15:45 საათზე ვიცე პრემიერ მინისტრი, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემური იაკობაშვილი შეხვდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანტონიო მილოშოსკის.

შეხვედრა გაიმართება მთავრობის კანცელარიის მე-5 სართულზე.
 

    
25 ივნისი 2010 ახალგაზრდა პოეტებისა და პროზაიკოსების შემოქმედებითი საღამო
25 ივნისს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ქალბატონი ელენე თევდორაძის ინიციატივით, ქართული კულტურის დესპანის ანაიდა ბოსტანჯანისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლების ორგანიზებით ქალაქ ახალციხეში გაიმართა ღონისძიება, სადაც სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქე სომეხმა ახალგაზრდა პოეტებმა და პროზაიკოსებმა თავიანთ ენაზე წაიკითხეს ლექსები და ესეები, ასევე შეასრულეს თავიანთ ლექსებზე დაწერილი სიმღერები.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ სომეხთა მწერალთა კავშირის ”ვერნატუნის” წევრები, რომლებმაც გააცნეს ახალგაზრდა ლიტერატორებს თავიანთი შემოქმედება.
 
ეს ღონისძიება გახლავთ ნაწილი ერთწლიანი პროექტისა ”კულტურათა შორის დიალოგი” , რომელსაც ახორციელებს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
 
    
20 ივნისი 2010 ანონსი

21 ივნისს, 16:30 საათზე შიდა ქართლის რეგიონის სოფელ ფხვენისში ჩატარდება პროექტის პრეზენტაცია ‘ომის შემდგომი ეკონომიკური რეაბილიტაცია: ინტეგრირებული სოციო-ეკონომიკური ზონის შექმნა შიდა ქართლის რეგიონში’.

აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტისა და UNHCR მიერ და განხორციელებულია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის აგრარული განვითარების პროგრამის მიერ (GIPA/GRDP) რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული “სახელმწიფო სტრატეგიის ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ – ჩართულობა თანამშრომლობის გზით” პრიორიტეტების შესაბამისად გამყოფი ხაზით დაშორიშორებული მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობის აღდგენის ხელშეწობა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზარალებულ შიდა ქართლის რეგიონში ეკონომიკური რეაბილიტაციის სტიმულირება.


ღონისძიებას დაესწრება:
• ვიცე პრემიერ მინისტრი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თემურ იაკობაშვილი;
• პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლის რეგიონში ლადო ვარძელაშვილი;
• აშშ-ს ელჩი საქართველოში - ჯონ ბასი;
• UNHCR წარმომადგენელი საქართველოში - პიტერ ნიკოლაუსი

გასვლა გორის ადმინისტრაციული შენობიდან

 

    
17 ივნისი 2010 ევროკომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ – 2010 წლის ანგარიში საქართველოს შესახებ
    
დაწვრილებით ...


ინფორმაცია საერთაშორისო წყაროებიდან
22 ივლისი 2010 ბაღაფში ვენესუელაში ჩავიდა
აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი სერგეი ბაღაფში ნიკარაგუას შემდეგ ვენესუელას ეწვია. რუსული მედიის ცნობით, ბაღაფშს თან ახლავს მარიონეტული რეჟიმის დელეგაცია. როგორც სოხუმის ე.წ მთავრობის პრესსამსახური იუწყება, ვენესუელამდე ბაღაფშმა ნიკარაგუაში შეხვედრები გამართა ნიკარაგუას პრეზიდენტთან დანიელ ორტეგასთან და აფხაზეთის აღიარებისთვის მას და ნიკარაგუელებს მადლობა გადაუხადა. დანიელ ორტეგამ კი, თავის მხრივ, სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა აფხაზეთის აღიარებისკენ.
View Source >>
    
22 ივლისი 2010 აფხაზეთში ნაღმზე 5 აფხაზი "მებაჟე" აფეთქდა
გალის რაიონის დაბალ ზონაში ავტომობილის აფეთქების შედეგად რამდენიმე აფხაზი მილიციელი მძიმედ დაშავდა. ნაბაკევი-ოტობაიას საზღვარზე ძლიერი აფეთქება გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილ “უაზის” აფეთქება, რომელშიც აფხაზი მილიციელები იმყოფებოდნენ, რუს ოკუპანტებსა და აფხაზებს შორის დაპირისპირებას უკავშირდება. “შემთხვევა ხურჩის გადმოსასვლელთან ახლოს მოხდა. ეს საკმაოდ სარფიანი გადმოსასვლელია და მის გაკონტროლებაზე რუს ოკუპანტებსა და აფხაზ მილიციელებს მუდმივად დავა აქვთ. დღევანდელი აფე...
View Source >>
    
22 ივლისი 2010 ქართულ–რუსული კონფლიქტის ზონაში ახალი მატარებელი ივლის
დღეიდან მოდერნიზებული ახალი სარკინიგზო შემადგენლობა ივლის თბილისი–ნიქოზის მარშრუტით. მატარებლის პრეზენტაცია მოხდა გორის რკინიგზის სადგურზე სახელმწიფო ჩინოსნებისა და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენელთა მონაწილეობით. ეს რეისი დაეხმარება კონფლიქტის ზონაში მცხოვრებლებს უფრო ჩქარა გადაადგილდნენ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონსა და საქართველოს დედაქალაქს შორის.
View Source >>
    
22 ივლისი 2010 ოკუპანტები მარტო ცხინვალის ნოტარიუსს ენდობიან
რუსმა ოკუპანტებმა ცხინვალის რაიონში შესვლა შეზღუდეს. ამჟამად ისინი თავისი ბლოკ საგუშაგოების გავლით ატარებენ იმ ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებსაც გააჩნიათ მხოლოდ ცხინვალის ნოტარიუსის მიერ რუსულ ენაზე დამოწმებული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ადრე თუ საკმარისი იყო ნებისმიერი ნოტარიუსის მიერ დამოწმება, ახლა ახალგორელებს ახალი მოთხოვნის შესაბამისად, დოკუმენტებისათვის უკვე ცხინვალში ჩასვლა უწევთ. ჯერ არ არის ცნობილი ეს გადაწყვეტილება დროებითია თუ რამე კონკრეტულ შემთხვევასთან არის დაკავშირე...
View Source >>
    
06 ივლისი 2010 Georgia develops mechanisms to implement state strategy on South Ossetia and ... - Trend News Agency

Georgia develops mechanisms to implement state strategy on South Ossetia and ...
Trend News Agency
... implement a state strategy on South Ossetia and Abkhazia, Georgian Reintegration State Minister and Deputy Prime Minister Temur Yakobashvili said today. ...

and more »

View Source >>
    
დაწვრილებით ...


სახელმწიფო მინისტრი

ბიოგრაფია | შეკითხვა მინისტრს

 

მნიშვნელოვანი დოკუმენტები  

ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა

 

ელ–გზავნილი