|
|
 17.05.2012 15 მაისს, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ბ-ნმა ირაკლი ფორჩხიძემ შეხვედრა გამართა შვედეთის სამეფოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოდერატების პარტიის წევრებთან. 
15.05.2012 14 მაისს, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბ-ნმა ირაკლი ფორჩხიძემ ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე ირჟი შნაიდერთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია "ჩართულობა თანამშრომლობის გზით" და მისი სამოქმედო გეგმა. ბ-ნმა ირაკლი ფორჩხიძემ ჩეხ სტუმარს გააცნო ჩართულობის სამოქმედო გეგმის მიმდინარე პროექტები ჯანდაცვის, განათლებისა და საზოგადოებათშორისი კონტაქტების მიმართულებებით. შეხვედრის მსვლელობისას, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ მხარდაჭერა გამოხატა ოკუპირებული რეგიონების მიმართ საქართველოს პოლიტიკის მიმართ.
04.05.2012 3 მაისს, საქართველოს ვიცე-პრემიერი/რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქ-ნი ეკა ტყეშელაშვილი შეხვდა გერმანიის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში.
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შეხვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა რწმუნებულს აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და შუა აზიის საკითხებში პატრიცია ფლორს, რომელიც 2006-2010 წლებში საქართველოში გერმანიის ელჩი იყო, და გერმანიის ელჩს საქართველოში ორთვინ ჰენიგს. შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული სიტუაცია, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და საქართველოს მთავრობის ჩართულობის სტრატეგიის განხორციელების საკითხები. ვიზიტის ფარგლებში, პატრიცია ფლორმა შეხვედრები გამართა ასევე საგარეო საქმეთა მინისტრთან, განათლების მინისტრთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავი აღინიშნება.
03.05.2012 2 მაისს, საქართველოს ვიცე-პრემიერი/რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქ-ნი ეკა ტყეშელაშვილი ესპანეთის სამეფოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა.
ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი ჟოზეფ ანტონი დურან ი ლეიდა საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა შეხვედრები ასევე საქართველოს პარლამენტში, საქართველოს პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა სამინისტროში. სახელმწიფო მინისტრმა ესპანელ სტუმარს გააცნო ოკუპირებული რეგიონების მიმართ საქართველოს პოლიტიკა.
02.05.2012 1 მაისს, საქართველოს ვიცე პრემიერი/რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქ-ნი ეკა ტყეშელაშვილი მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო პალატების წევრებს შეხვდა.
25.04.2012 საქართველოს ვიცე-პრემიერი/რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მიესალმება სლოვაკეთის რესპუბლიკის მიერ ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის აღიარების ფაქტს.
შეგახსენებთ, რომ ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი და ნეიტრალური პირადობის მოწმობა წარმოადგენს ჰუმანიტარული ხასიათის საბუთს, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობას სოციალური სერვისების მიღებისა და საზღვარგარეთ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს.
|
|